04.12.2020 | 09:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება. ეკონომიკური კოლაფსისგან თავის დასაცავად მმართველ გუნდს დღემდე არ აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან განსხვავებით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ღიად საუბრობენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარებიდან გამოსავლის გზებს ელოდებიან.

 

 მოსახლეობის პრობლემების მიმართ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს პაატა ჯიბლაძე. "პატრიოტთა ალიანსი" იმ ძირითად პროგრამებს ასახელებს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში, მოქალაქეებს კი შემოსავლების დაბრუნებაში დაეხმარება. 

 

გაძვირებული მედიკამენტები, სურსათი, არასტაბილური ეროვნული ვალუტა და ამას დამატებული სასესხო ვალდებულებები, რომლის გადახდაც ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეებს უჭირთ, ასეთია რეალობა, მმართველი გუნდი კი კვლავ თავის მართლების რეჟიმშია და კრიზისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გვერდს უვლის.

გამოქვეყნდა 58 დღის წინ  |  ნანახია 180-ჯერ
დღის გადაცემები