18.04.2021 | 16:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქში, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამასთან, ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჟაპაროვი დროებითი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.  კონსტიტუციის თანახმად, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ დროებით მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარეს კანატბეკ ისაიევს უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.  ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც გუშინ გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, 4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.

გამოქვეყნდა 183 დღის წინ  |  ნანახია 455-ჯერ
დღის გადაცემები