27.11.2020 | 12:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
წამება, არაადამიანური მოპყრობა და მკვლელობა ციხეებში

ყოფილი სახელისუფლებო გუნდისა და მისი პარტიული მედიის მორიგი წინასარჩევნო სიცრუის შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ერთ-ერთი მედიასაშუალება 2013 წლით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი ლადო ბედუკაძე ფიგურირებენ. სიუჟეტის ავტორი, ჩანაწერზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ე.წ ციხის კადრების გასაჯაროების საქმე ვანო ჩხარტიშვილმა დააფინანსა, ფულის ნაწილი კი „პატრიოტთა ალიანსმა“ მიითვისა. თუმცა 2012 წელს პარტია არც კი იყო დაარსებული.

 

პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ნათელი მაგალითია ე.წ კარანტინის დაშლა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პატიმრების მასობრივ წამებაზე, წლების განმავლობაში საუბრობდნენ უფლებადამცველები და პატიმართა ოჯახის წევრები. თუმცა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები 2012 წელს გავრცელდა. კადრები, რომელიც პატიმართა ცემისა და ღირსების შემლახავ ქმედებას ადასტურებდა, საზოგადოება შოკში ჩააგდო.

 

კადრების გავრცლების შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ დასავლელი პარტნიორები. ისინი ხელისუფლებას ყველა დამნაშავის, მათ შორის, მაღალი რანგის პირების პასუხისგებისკენ მოუწოდებდნენ.

 

ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას შეეწირა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე  სულხან მოლაშვილი, რაც მისი  გარდაცვალების შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. საქმის ხელახალ გამოძიებასა და  უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის დასჯას დღემდე უშედეგოდ ითხოვს ოჯახი. მათ იციან, რომ სულხან მოლაშვილი სწორედ გიგა ბოკერიას უშუალო მითითებით აწამეს.

 

არაერთი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა 2006 წელს, ე.წ ციხის ბუნტის ჩახშობას. მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, სამართლადამცველთა სისასტიკეს 7 პატიმარი ემსხვერპლა და ათეულობით  დასახიჩრდა.

გამოქვეყნდა 30 დღის წინ  |  ნანახია 123-ჯერ
დღის გადაცემები