19.04.2021 | 13:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას შეუდგნენ

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას შეუდგნენ.   ბაიდენის საარჩევნო შტაბმა პროფილურ სამსახურს უკვე მიმართა თხოვნით სცნოს ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, თუმცა უწყების ხელმძღვანელისგან, ემილი მერფისგან უარი მიიღო. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არჩევნებში წაგებას არ აღიარებს და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას სასამართლოში განაგრძობს.

 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდტმა ჯო ბაიდენმა წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა კოლეგიის 279 ხმა მიიღო. თეთრი სახლის მომდევნო ოთხი წლით დასაკავებლად კი 270 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.  აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და  ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დღეიდან ე.წ. გარდამავალ პროცესს იწყებენ, რაც ინაუგურაციამდე ხელისუფლების გადასაბარებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

 

ჯო ბაიდენმა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის ვადაში მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება. არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ გატარებული ზოგიერთი პროექტის უკან გაწვევას გეგმავს. მათ შორის, მუსლიმური ქვეყნებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნებას, დეპორტაციისგან ე.წ. მეოცნებეთა დაცვასა და ობამას დროინდელი გარემოს დაცვის რეგულაციების განახლებას.

გამოქვეყნდა 160 დღის წინ  |  ნანახია 418-ჯერ
დღის გადაცემები