19.04.2021 | 14:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე  წევრი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე  წევრი დაასახელა.  ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2013 -2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო. კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იქნება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იმუშავებს. ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად  51 წლის ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სალივანი წარადგინა, რომელიც ამ პოსტზე წარდგენილი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია, გაერო-ში ამერიკის ელჩად კი ბაიდენმა ლინდა ტომას გრინფილდი  დაასახელა. წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმეს დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.

გამოქვეყნდა 145 დღის წინ  |  ნანახია 502-ჯერ
დღის გადაცემები